Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ადგილობრივი საბჭოს ორი წევრი


როგორც ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინცია უზურგანიდან იტყობინებიან, ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ადგილობრივი საბჭოს ორი წევრი. ინციდენტი შაბათს მოხდა გიზაბის რაიონში. აფეთქებას ემსხვერპლა ერთი პოლიციელიც. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, მეამბოხეთა მორიგი თავდასხმის მიზანია, შეარყიოს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სტაბილურობა, რომლებიც ქაბულის ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარებიან.
XS
SM
MD
LG