Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა პაკისტანის ტერორისტული ჯგუფის ლიდერის შეპყრობაზე ჯილდო დააწესა


აშშ-მა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა პაკისტანში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფების ლაშქარ-ე-თაიბას ლიდერისა და დამფუძნებლის შეპყრობისათვის. ხელისუფლების ინფორმაციით ეს არის ჰაფიზ მოჰამედ საედი, ჯამაათ-უდ-დავას ლიდერი, რომელიც ლაშქარ-ე-თაიბას თავკაცადაც ითვლება. ეჭვმიტანილი ტერორისტია სავარაუდო ორგანიზატორი 2008 წელს ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში მომხდარი ტერაქტისა, რომელსაც 165 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აშშ 2 მილიონი დოლარით დააჯილდოებს ასევე ტერორისტული ორგანიზაცია ლაშქარ-ე-თაიბას ლიდერის მოადგილის შეპყრობისათვის. აღნიშნული ორგანიზაცია სავარაუდოდ 1980 წელს დაფუძნდა პაკისტანის დაზვერვის დეპარტამენტის ხელშეწყობით, რომელსაც სურდა მის მეტოქე ინდოეთზე ზეგავლენის მოხდენა სადაო ქაშმირის ტერიტორიის გამო. აშშ-ის ზეწოლის შედეგად 2002 წელს პაკისტანმა ლაშქარ-ე-თაიბა აკრძალულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG