Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის და ინდოეთის ლიდერებმა „მეგობრული და კონსტრუქციული“ მოლაპარაკება გამართეს


პაკისტანის პრეზიდენტი, ასიფ ალი ზარდარი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, მანმოჰან სინგჰი კვირას გამართული მოლაპარაკების დროს შეთანხმდენ, რომ ორმა მეზობელმა ქვეყანამ უთანხმოებების გადასაჭრელად ეტაპობრივად უნდა გადადგას ნაბიჯები. ლიდერები თავიანთ შეხვედრას „მეგობრულად და კონსტრუქციულად“ ახასიათებენ. სინგჰის განცახადებით, ის დათანხმდა ზარდარის წინადადებას და პაკისტანს ეწვევა ვიზიტით. ზარდარი ინდოეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, რომ პაკისტანის სახელმწიფოს მეთაური ინდოეთს სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის და ინდოეთის ოფიციალური წარმომადგენლები ზარდარის ჩასვლას „კერძო“ ვიზიტს უწოდებენ, ამ ფაქტმა მაინც აღძრა ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობაში დადებითი გარღვევის მიღწევის იმედი. დაძაბულობა რამდენიმე ფაქტორს ემყარება - მათ შორის კამათის საგნად ქცეულ ქაშმირის რეგიონს და ინდოეთის წინააღმდეგ პაკისტანიდან განხორციელებულ ექსტრემისტულ ქმედებებს. ზარდარის მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხებთან მიმართებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.
XS
SM
MD
LG