Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სერგეი მაგნიტსკის ექიმს ბრალდებები მოუხსნეს


რუსეთის ცენტრალური საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ მოუხსნა ბრალდებები ექიმს, რომლის სახელიც ცნობილი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის ციხეში სიკვდილთან არის დაკავშირებული. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ლარისა ლიტვინოვას წინააღმდეგ აღძრული საქმე ვადის გასვლის მიზეზით შეწყდა. მაგნიტსკი 2009 წელს, მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა, 37 წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზად ბევრი მისი ჯანმრთელობის პრობლემების იგნორირებას მიჩნევს. მაგნიტსკი, რომელიც დასავლურ საინვესტიციო ფონდში მუშაობდა, მას შემდეგ დააკავეს, რაც ოფიციალურ პირებს საბიუჯეტო თანხების მიტაცებაში დასდო ბრალი. ადვოკატს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლიტვინოვა ერთ-ერთი იყო იმ ორი ექიმიდან, რომლებსაც მაგნიტსკის სიკვდილის გულგრილობით გამოწვევა დაბრალდა. ციხის მეორე ექიმს, დმიტრი კრატოვს, ასეთი ბრალდება კვლავაც წაყენებული აქვს.
XS
SM
MD
LG