Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აშშ-ს აფრთხილებს, რომ მაგნიტსკის შესახებ კანონმა შესაძლოა ურთიერთობა დააზარალოს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცადებს, რომ ამერიკელი სენატორების მიერ შემუშავებულმა კანონპროექტმა, რომელიც ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის ციხეში სიკვდილს უკავშირდება, შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობა დააზარალოს. ოთხშაბათს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ლავროვმა კანონპროექტი დაგმო, მას ანტი-რუსული უწოდა და რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად დაახასიათა. 37 წლის მაგნიტსკი წინასწარი დაკავების ციხეში, 2009 წელს გარდაიცვალა - მას შემდეგ, რაც რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს საბიუჯეტო თანხების დატაცებაში დასდო ბრალი. ციხეში მას საჭირო მკურნალობა არ აღმოუჩინეს. მიმდინარე კვირაში რუსეთმა მოუხსნა ბრალდება ორი ექიმიდან ერთს, რომლებსაც მაგნიტსკის სიკვდილის გულგრილობით გამოწვევა ედებოდათ ბრალად. სენატორების მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის იმ ოფიციალური პირების წინაააღმდეგ, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი. ამ პროექტმა უნდა ჩაანაცვლოს 1974 წლის ჯეკსონ-ვანიკის დამატება, რომელიც საბჭოთა კავშირთან ვაჭრობას ზღუდავდა და რომელიც ოფიციალურად გაუქმებული არ არის.
XS
SM
MD
LG