Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანქვაბზე განხორციელებული ტერაქტი გახსნილია


აფხაზეთში 12 აპრილს ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ღამის ხედვის მოწყობილობები, ტყვიები და ნარკოტიკები ამოიღეს. ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ ტერაქტი 22 მარტს განხორციელდა.
XS
SM
MD
LG