Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის გამო სომხეთში აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალი გაუქმდა


აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალი გაუქმდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც საპროტესტო გამოსვლა გაიმართა. ფესტივალი უნდა გახსნილიყო 12 აპრილს, მაგრამ ათეულობით პირმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ფესტივალის შენობის კარი. ფესტივალს აწყობდა სომხეთში დაფუძნებული „მშვიდობის მომტანი ინციტივების“ კავკასიის ცენტრი, აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით. ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ვანიანს შენობის დატოვების უფლება მხოლოდ მას მერე მისცეს, რაც განაცხადა, რომ ფესტივალი არ ჩატარდებოდა. მასზე აზერბაიჯანში გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა ეჩვენებინათ. მსგვავსი ინიციატივა ჩაიშალა აზერბაიჯანშიც, 2010 წელს. სომხეთს და აზერბაიჯანს სამხედრო, ამ ეტაპზე გაყინული კონფლიქტი აქვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო.
XS
SM
MD
LG