Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვინეა-ბისაუში პუტჩისტები ოპოზიციასთან შეთანხმდნენ


აფრიკის დასავლეთში მდებარე გვინეა-ბისაუში აფრიკელმა სამხედროებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს სამხედრო გადატრიალების შემდეგ. პუტჩი გასულ ხუთშაბათს მოხდა - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე. პირველი ტურის შედეგებით ლიდერობდა პრემიერ-მინისტრი კარლუშ გომეშ ჟუნიორი, მაგრამ ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი და მეორე ტურის ბოიკეტი გამოაცხადა. არმიამ, რომელიც ოპოზიციის მხარეს გამოდიოდა, დააპატიმრა პრემიერი ჟუნიორი და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების პირობა დადო.
XS
SM
MD
LG