Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეივიკი არ ნანობს 77 ადამიანის დახოცვას


დღეს ოსლოში სასამართლოს წინაშე ჩვენებით წარდგა ანდერს ბრეივიკი, რომელსაც ბრალად ედება 77 ადამიანის დახოცვა. ბრეივიკმა თავი უდანაშაულოდ სცნო, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს გასული წლის ივლისში ნორვეგიაში 77 ადამიანის დახოცვას, რაც მან, თვით ბრეივიკის თქმით, „თავდაცვისთვის“ გააკეთა. თავის ჩვენებაში, ბრეივიკმა მასობრივი მკვლელობა მოიხსენია, როგორც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელებული „ყველაზე გააზრებული და შთამბეჭდავი პოლიტიკური თავდასხმა“, რომელსაც ის კვლავაც მოაწყობდა. დღესვე, უფრო ადრე ოსლოს სასამართლომ დაითხოვა სასამართლოს არაპროფესიონალი წევრებიდან (ასესორებიდან) ერთ-ერთი, მის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული კომენტარის გამო, რომ საჭიროდ მიაჩნია ბრეივიკის შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. თუ ბრეივიკი დამნაშავედ სცნეს და ის შერაცხადად გამოცხადდა, მას მოელის 21-წლიანი პატიმრობა. მაგრამ პატიმრობა შესაძლოა გაგრძელდეს, თუ მას კვლავაც სახიფათოდ მიიჩნევენ. შეურაცხადად ცნობის შემთხვევაში, ის შესაძლოა, განუსაზღვრელი ვადით მოათავსონ ფსიქიატრიულ კლინიკაში.
XS
SM
MD
LG