Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი საქართველოში იმყოფება


უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი, დონალდ ტრამპი საქართველოში იმყოფება. კვირას ის ბათუმში იქნება და მონაწილეობას მიღებს მისი სახელობის პროექტის - „ტრამპ ტაუერის“ - პრეზენტაციაში. ტრამპი, რომელიც თბილისში დღეს საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, არ იქნება 47–სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მფლობელი. პროექტის ავტორი და მფლობელია Silk Road Group-ი (SRG), ქართული კონგლომერატი ბიზნეს ინტერესებით ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში. სააგენტო „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, Silk Road Group-ი „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს იყენებს 2011 მარტში, ნიუ-იორკში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიასთან, Trump Organization-თან მიღწეული სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG