Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამხრეთში ნატოელი სამხედრო მოკლეს


ავღანეთის სამხრეთში, კვირას ნატოს სამხედრო მოკლა ავღანეთის არმიის ფორმიანმა პირმა. როგორც ნატო იტყობინება, თავდამსხმელი კოალიციის ჯარისკაცებმა მოკლეს. სხვა დეტალები არ ვრცელდება, არ არის ცნობილი მოკლული ნატოელის ეროვნებაც. კვირას გავრცელდა ცნობა ქვეყნის აღმოსავლეთში კოალიციის ჯარის სამხედროს ნაღმის აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ. დღევანდელი მსხვერპლის ჩათვლით, ავღანელთა ხელით წელს დაღუპული უცხოელი სამხედროების რიცხვმა19-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG