Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი სოჭში შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს


სოჭში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა საქართველოში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პუტინმა განაცხადა, რომ ცხინვალი და მოსკოვი შექმნიან საკონსულტაციო მექანიზმს დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ მოსაგვარებელ საკითხებზე მუდმივი კონტაქტის მიზნით. პუტინმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღსადგენად გაიღო 9 მილიარდი რუბლი. პარასკევს ასევე სოჭში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრა. პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს „უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებასა და საზღვრის კონტროლზე“, ისევე როგორც საფინანსო სექტორში სამომავლო ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG