„დემოკრატიული მოძრაობა" მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 12 მაისის წყალდიდობით თბილისში გამოწვეული ტრაგედიის რეალურ მიზეზებს. ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, "ბუნებრივია, სტიქიური უბედურებისაგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პრეზიდენტი პრაქტიკულად ყოველდღე ახდენს ახალი პროექტების პრეზენტაციას, ერთსაათიანი წვიმა ქვეყნის დედაქალაქისათვის სტიქიურ უბედურებად გადაიქცა.” დემოკრატიული მოძრაობის შეფასებით, თბილისში სანიაღვრე სისტემა პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს, მოშლილია კოლექტორები და გზები არასწორად შენდება. პარტია ყურადღებას ამახვილებს რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზეც და აცხადებს, რომ სტიქიისგან დასაცავად ხელისუფლება არანაირ პრევენციულ ზომებს არ მიმართავს.
ყველაზე პოპულარული
1