დამოუკიდებელ სახლმწიფოთა თანამეგობრობის სამიტამდე, რომელიც მოსკოვში გაიმართება სამშაბათს, ბელორუსიის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ და ნურსულთან ნაზარბაევმა, მინსკში გამართეს შეხვედრა. მასზე პრეზიდენტებმა საერთაშორსო საკითხებსა და რუსეთთან ერთად ეკონომიკურ კავშირთან მიმართებით აზრთა თანხვედრას მიაღწიეს. მათი ეს განცხადება მოჰყვა აპრილში ლუკაშენკას მიერ ნაზარბაევის დადანაშაულებას, რომ ხელს უშლის „ევრაზის ეკონომიკური კავშირის“ შექმნაში წინსვლას. ასეთი კავშირის შექმნა სურთ 2015 წლისთვის.
ყველაზე პოპულარული
1