Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კრიტიკაა გამოთქმული საქართველოს მისამართით


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ. შესავალ სიტყვაში, რომლის ავტორიცაა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, პირველ რიგში, ყურადღება მახვილდება 2011 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანას მოდებულ საპროტესტო აქციებზე. ანგარიშში საუბარი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. სახელმწიფო დეპარტამენტი კერძოდ, შეშფოთებულია საპატიმროებში პატიმარების მიმართ სასტიკ მოპყრობითა და ციხეებში სტანდარტებისაგან შორს მდგარ შემაშფოთებელ მდგომარეობაზე. ანგარიშის ავტორების თანახმად, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება „სასამართლო სისტემაზე გარე გავლენა.“ ხოლო მონიტორინგის განმხორციელებელი ჯგუფები სასამართლო სისტემაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესაძლო ინდიკატორებად „სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენებისა და წარმატებული აპელაციების დაბალ დონეს“ ასახელებენ. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სამართალდამცველების მიერ 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დამრღვევი მოხელეების საქმეების გამოსაძიებლად და მათ დასასჯელად, საქმეთა გამოძიებას ხშირად აჩერებდნენ, ან აჭიანურებდნენ, რაც ქმნიდა დაუსჯელობის ატმოსფეროს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ.
XS
SM
MD
LG