Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრში სანქცირებული მიტინგი გაიმართა


მოსკოვის ცენტრში, ნოვოპუშკინსკის სკვერში პოლიციის თვითნებობის საწინააღმდეგო სანქცირებული მიტინგი გაიმართა. აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ მოძრაობა „მემარცხენე ფრონტი“, „როტ ფრონტის“, „თეთრი ბაფთის“ და ასევე საპროტესტო ბანაკ „უკუპაი ბაის“ აქტივისტები. „მოიხსენით ჩაფხუტები და თქვენ გაიგონებთ ჩვენს თხოვნას“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა“ ვერ განხორციელდა“, - ასეთი შინაარსის ტრანსპარანტები ეპყრათ ხელთ აქციის მონაწილეებს. დღესვე ნოვოპუშკინსკსი სკვერში 9 ნაციონალისტი აქტივისტი დააკავეს, რომლებმაც, პოლიციის მტკიცებით, უარი თქვეს დაშლაზე და ბანერი არასანქცირებულ ადგილზე გაშალეს.
XS
SM
MD
LG