სტამბოლში დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები არ ეთანხმებიან მთავრობის გეგმას, შემცირდეს ვადა, რომელშიც ქალს აბორტის გაკეთების უფლება აქვს. დემონსტრაციის მონაწილე ქალები გაჰყვიროდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. თურექთის პრემირ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ახლახან არასასურველი ორსულობის შეწყვეტა, მკვლელობას შეადარა. გავრცელდა ცნობები, რომ ამ თვეში პარლამენტში შევა მთავრობის კანონპროექტი ვადის შესრულების მოთხოვნით, რომ აბორტის გაკეთების ვადა ჩასახვის შემდეგ ათი კვირიდან შეიცვალოს ოთხ კვირამდე.
ყველაზე პოპულარული
1