Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს საღამოს საქართველოში ჩავიდა


დღეს საღამოს, 22 საათისთვის საქართველოში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი. ბათუმის აეროპორტში კლინიტონს დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე და სხვა ოფიციალური პირები, მათთან ერთად აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. ორშაბათს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილი არაა. კლინტონი ხვალ გამართავს თავის მოლაპარაკებას მასპინძლებთან, საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იტყობინებოდა, სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას ბათუმში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.
XS
SM
MD
LG