„უსაფრთხო მსოფლიოს“ (saferworld) და „კავკასიის კვლევითი რესურსების“ ცენტრის მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის რიგით მესამე კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის პრეზენტაცია გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა. კონფლიქტის ზონა 4 საკვლევ არეალად დაიყო. გამოკითხვა ატოცი–დირბის, ნიქოზი–მერეთის, ფლავისმან–ბერშუეთის და წითელუბან–ლამისყანის მიმართულებით ჩატარდა. ამ კვლევების მიზანია თვალი მიადევნოს საკვლევ არეალებში მცხოვრები თემების უსაფრთხოებისა და დაუცველობის აღქმის ტენდენციათა განვითარებას გარკვეული დროის განმავლობაში. ანგარიში კი მიზნად ისახავს შეაფასოს ის ფაქტორები, რომლებიც, ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და ამცირებს საარსებო საშუალებებს.
კვლევა ადასტურებს, რომ, გასულ წელთან შედარებით, ზოგადად გაუმჯობესდა თემების ფიზიკური უსაფრთხოებისა და დაცულობის აღქმა, თუმცა გაუარესდა შემოსავლების მიღების შესაძლებლობები. ეს გამოწვეულია გამყოფი ხაზის გადასწვრივ მცხოვრებ თემებთან კონტაქტისა და სავაჭრო-გაცვლით ურთიერთობათა შესაძლებლობის შემცირებით. „უსაფრთხო მსოფლიოს“ წარმომადგენელი ტაბიბ ჰუსეინოვი ამბობს, რომ კვლევების მიზანი მთავარი პრობლემების გამოკვეთა და იმ პირებისთვის რეკომენდაციების მიცემაა, ვინც ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს.
ნიქოზი–მერეთის არეალი წელსაც ინარჩუნებს განსხვავებულ დინამიკას. კვლავაც გრძელდება გაუკაცრიელება და მიგრაცია ქალაქის მიმართულებით. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, ფიზიკური საფრთხის განცდა, მეორე მხრივ კი, სარწყავ წყალზე ხელმიუწვდომლობა. ფლავისმან–ბერშუეთში მოსახლეობა სულ უფრო მეტად განიცდის კონფლიქტის ეკონომიკური ასპექტის სიმძიმეს. ამ მხარეში ნაკლებადაა ბუნებრივი აირი, რაც ზამთარში კიდევ უფრო ამძიმებს ენერგოუზრუნველყოფის პრობლემას. ატოცი-დირბში მცხოვრები რესპონდენტები განსაკუთრებით ფიზიკურ დაუცველობას გამოყოფენ, რასაც ამძაფრებს მოუწყობელი გზები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან დაკავშირებული ბუნდოვანება და შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობა. კვლევის პრეზენტაციას კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებიც ესწრებოდნენ. ერგნეთის მკვიდრი ლია ჩლაჩიძე ამ კვლევას ნდობას უცხადებს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი რიგის პრობლემა კვლავ უსაფრთხოებაა - უბრალოდ, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ფსიქოლოგიურად შეეგუა, რომ ეს საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება და ახლა უფრო მეტად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ასახელებს.
კვლევის ავტორები ხელისუფლებას, სამართალდამცავებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებს აძლევენ. მაგალითად, ერთ-ერთი რეკომენდაციით, ყველა აქტორმა ერთად უნდა იმუშაოს, რათა გააანალიზონ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიზანმიმართული გადაკვეთის ძირეული მიზეზები და ამით შეამცირონ დაკავების ფაქტები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სარწყავი წყლის პრობლემას; საჭიროა ზომების მიღება კონფლიქტის ზონასთან სიახლოვით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების დასაძლევად. გამოსავლენია ის გზები, რომლებიც საშუალებას მისცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ერთმანეთში ივაჭრონ ადგილზე წარმოებული პროდუქციით. მოლაპარაკების ხელმისაწვდომი მექანიზმების ფარგლებში ხელი უნდა შეეწყოს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ნათესავების და მეგობრების მონახულებას. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენლის გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, ეს კვლევა და რეკომენდაციები უკვე ყველა დაინტერესებულ პირს გაეგზავნა.
„უსაფრთხო მსოფლიო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად კონფლიქტის ზონაში კვლევების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს. საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, ეს გამოცემა ხელისუფლებისა და სამშვიდობო პროცესში ჩართული პირებისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს.
კვლევა დაფინანსებულია ევროკავშირის ნდობის აღდგენის ადრეული რეაგირების (KOBERM) მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.