Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩი მოსამართლეებს სთხოვს გენოციდის ბრალდება მოუხსნან


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი მის სასამართლო პროცესზე მოსამართლეებს სთხოვს მოუხსნან გენოციდის ბრალდება. კარაჯიჩის განცხადებით, პროკურორები „არაფრიდან ცდილობენ რაღაც ბრალდების შეთხზვას“. ჰააგაში განლაგებული გაეროს სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალის წესდებით, ბრალდებულებს აქვთ გამართლების მოთხოვნის უფლება მას შემდეგ, რაც პროკურორები დაასრულებენ თავიანთი საქმის წარმოდგენას. თუმცა ამგვარ თხოვნებს იშვიათად აკმაყოფილებენ. პროკურორებმა კარაჯიჩის წინააღმდეგ საქმის წარდგენა გასულ თვეში დაასრულეს. როგორც ვარაუდობენ, თავად კარაჯიჩი სასამართლოს ოქტომბრიდან მოუთხრობს მოვლენების საკუთარ ვერსიას. მას წაყენებული აქვს 11 ბრალდება, რომლებიც მოიცავს გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და სამხედრო დანაშაულებს იმ როლის გამო, რომელსაც, როგორც ეჭვობენ, ის ასრულებდა ბოსნია-ჰერცეგოვინის არა-სერბი ხალხისგან ეთნიკურად გაწმენდის კამპანიაში. ამ კამპანიის ნაწილი იყო 8,000-მდე მუსულმანი კაცის და ბიჭის დახოცვა სრებრენიცაში, 1995 წელს.
XS
SM
MD
LG