Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში დაარბიეს საპროტესტო აქცია და დააკავეს რამდენიმე აქტივისტი


ბაქოში დაარბიეს ოპოზიციის უსანქციო საპროტესტო გამოსვლა და დააპატიმრეს ოპოზიციური ორგანიზაციის რამდენიმე აქტივისტი. დაკავებულებს შორის არის ამ ორგანიზაციის - რესპუბლიკური ალტერნატივის თანათავმჯდომარე ილგარ მამადოვი. აქტივისტები შეიპყრეს გზად პარლამენტის შენობისაკენ, სადაც უნდა გამოეთქვათ პროტესტი ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ. ცვლილებების შედეგად იზღუდება საჯარო ხელმისაწვდომობა მთავრობის საფინანსო და ეკონომიკური პროგრამების შესახებ ინფორმაციაზე. ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილებები ნაკლებად გამჭვირვალეს გახდის მთავრობის ფინანსურ და ეკონომიკური საქმიანობას.
XS
SM
MD
LG