Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ჩემპიონატი: ჩეხეთი- საბერძნეთი, 2:1. პოლონეთი-რუსეთი - 1:1


ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთში და უკრაინაში იმართება, დღეს ორი მატჩი იყო დაგეგმილი "A" ჯგუფში. საბერძნეთის ნაკრებმა, ვროცლავში, პოლონეთში, მარცხი იწვნია და დამარცხდა ჩეხეთის რესპუბლიკასთან, ანგარიშით 2:1. ვარშავაში გაიმართა, ამავე ჯგუფში, მატჩი მასპინძლის, პოლონეთის და რუსეთის ნაკრებებს შორის. პირველი ნახევარში რუსეთის გუნდი დაწინაურდა, გოლი გაიტანა ალან ძაგოევმა, რომლისთვისაც ეს უკვე მესამე გოლია ამ ტურნირში. მეორე ნახევარში, პოლონელმა ფეხბურთელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, თავის ისახელა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ. თამაშის დაწყებამდე ვარშავის ცენტრში მოხდა შეტაკება რუსეთის გუნდის გულშემატკივრებს და ადგილობრივ მოქალაქეებს, ასევე პოლიციას შორის მას მერე, რაც რუსეთიდან ჩასულ გულშემატკივართა ხუთი ათასიანმა ჯგუფმა მსვლელობა მოაწყო ეროვნული სტადიონისკენ, „რუსეთის დღის“ აღსანიშნავად.
XS
SM
MD
LG