აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთი სირიას აწვდის შეტევით შვეულმფრენებს და გაფრთხილება გამოთქვა, რომ 15 თვიანb კონფლიქტი სირიაში შეიძლება დრამატულად გამძაფრდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, ბოლო ინფორმაციით, სირიისკენ რუსეთიდან გზაშია შეტევითი შვეულმფრენები. ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში გამოსვლისას, კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის მტკიცება, რომ იარაღის მიწოდებას არ აქვს კავშირი მთავრობის მიერ მეამბოხეთა შახშობასთან, "აშკარად არ იყო სიმართლე". კლინტონის თანახმად, თუ გაეროს სამშვიდობო გეგმა არ განხორციელდა, გაძნელდება გაეროს მეთვალყურეთა მისიის გახანგძლივება. მისიას მანდატი 20 ივნისს უმთავრდება.
ყველაზე პოპულარული
1