Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილება


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილი 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. ადვოკატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჩივარში ჩამოყალიბებულია არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გააუქმოს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების უკანონო დადგენილება. თადუმაძის განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ შეცვლის, დაჯარიმის ფაქტი საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრდება. თავად ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ ”გურია ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, აბსურდული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. ადვოკატმა ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ დაელოდებიან აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად იმოქმედებენ.
XS
SM
MD
LG