მიანმარის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი პირველად 24 წლის მანძილზე ევროპაში ვიზიტით იმყოფება. ის ჟენევაში ჩაფრინდა, სადაც ოთხშაბათს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში სიტყვით გამოვა. ევროპაში ვიზიტის ფარგლებში ის ნორვეგიასაც ესტუმრება, სადაც ნობელიანტის ლექციით წარდგება. ნობელის პრემიის ლაურეატი ის 1992 წელს გახდა, როდესაც ათწლიან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მიანმარის ხეისუფლებამ უკანასკნელ პერიოდში რეფორმები განახორციელა, რომლის შედეგად, მიანმარის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი დეპუტატი გახდა და უფლება მოიპობა საზღვარგარეთაც გასულიყო.
ყველაზე პოპულარული
1