საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლომ. დღევანდელ სხდომაზე ”ქართული ოცნების” ლიდერის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგინა. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის, პრეზიდენტის და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაა. სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებისგან ვერ მიიღეს განმარტება, თუ რატომ დაიწყეს სარჩელის განხილვა მისი წარდგენიდან 5 თვის შემდეგ. დღევანდელ პროცესს აკვირდებოდნენ ამერიკელი ადვოკატი ბენჯამენ ჩიუდა და აშშ-ის საელჩოს და NDI-ის წარმომადგენლები. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 21 ივნისს, მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.
სააპელაციო სასამართლომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა
ყველაზე პოპულარული
1