ეგვიპტეში სამხედროებმა პარლამენტის დაშლის განკარგულება გასცეს მას მერე, რაც მიმდინარე კვირაში სასამართლომ გააუქმა ზამთარში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. როგორც ოფიციალური სააგენტო „მენა“ იტყობინება, პარლამენტმა, რომელშიც ისლამისტები დომინირებენ, შაბათს მიიღო ცნობა, რომ მმართველი გენერლები „პარლამენტს დათხოვნილად მიიჩნევენ“ ქვეყნის უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად. ფელდმარშალმა ჰუსეინ ტანტავიმ განკარგულება გასცა, რომ არავინ შეუშვან პარლამენტის შენობაში. „მუსლიმთა საძმო“, რომელმაც ხმების უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში, აცხადებს, რომ სამხედროების ქმედება „მთელი დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ მიმართული პუტჩია“. „საძმოს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ადასტურებს სამხედროთა სურვილს, ძალაუფლების მონოპოლიზაცია მოახდინონ. ამჟამად ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი მიმდინარეობს.
ყველაზე პოპულარული
1