Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში მომხდარ სამ აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ზარიაში დღეს სამი აფეთქება მოხდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავში. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ეკლესიის შენობები. პირველი აფეთქების შემთხვევაში თვითმკვლელმა დანაღმული ავტომობილი დააჯახა ეკლესიას. ამის შემდეგ მოიერიშეებმა ბომბები ესროლეს სხვა ქრისტიანულ ტაძარს, რის შედეგადაც შორიახლოს მოთამაშე ბავშვები დაიღუპნენ. თვითმხილველთა თქმით, გაშმაგებული ბრბო გაუსწორდა თავდამსხმელებს. მომხდარისთვის არავის უკისირა პასუხისმგებლობა. განვლილ კვირაში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ორი თავდასხმა მოაწყო ქრისტიანულ ეკლესიებზე. დაიღუპა შვიდი ადამიანი. მანამდე ეკლესიების მახლობლად მომხდარ მრავალრიცხოვან აფეთქებებს, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ იკისრა, ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG