Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და თურქმენეთი ნავთობის საბადოს გამო დავობენ


აზერბაიჯანი და თურქმენეთი ერთმანეთს უყენებენ ბრალდებებს კასპიის ზღვაში ნავთობის საბადოს სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით. თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის ოფიციალურად აპროტესტებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების „უკანონო ზომებს“ თურქმენეთის ხომალდის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ სადავო ზონაში „კვლევითი“ სამუშაოების ჩატარებისას. განცხადებაში აზერბაიჯანი დადანაშაულებულია „პროვოკაციებში“, თუმცა დეტალები არ არის დაკონკრეტებული. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში თურქმენეთის ელჩი დაიბარა გასაფრთხილებლად, რომ ბოლო უნდა მოეღოს სადავო ზონაში საბადოს გამოკვლევის მცდელობებს. სადავო საბადოს ბაქო უწოდებს კაპაზს, ხოლო აშხაბადი სერდარს. ორივე მხარეს აქვს პრეტენზია მის მფლობელობაზე. აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებმა 2008 წელს გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, კასპიის ზღვის მიმდებარე ამ, ორივე ქვეყანამ დავის მოგვარებამდე თავი უნდა შეიკავოს კვლევით სამუშაოებსა და ბუნებრივი რესურსების ათვისებაზე.
XS
SM
MD
LG