Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ერთგულების ფიცი დადო ახალმა პრემიერ-მინისტრმა


საბერძნეთის კონსერვატიულ პარტია „ახალი დემოკრატიის“ ლიდერმა, ანტონის სამარასმა ერთგულების ფიცს დადო, როგორც საბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა. ის სათავეში მოექცა სამი პარტიის კოალიციურ მთავრობას, რომელსაც მოუწევს მომჭირნეობის ზომების გატარება და საბერძნეთის ვალებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავება. როგორც სამარასმა ჟურნალისტებს უთხრა პრემიერ-მინისტრად ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობა ყველა ღონეს იხმარს „კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად“. სამარასის „ახალი დემოკრატია“, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ერგო კვირის საპარლამენტო არჩევნებში, ორშაბათიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას სოციალისტურ პარტია „პასოკთან“ და პარტია „დემოკრატ მემარცხენეებთან“. სამივე პარტია მხარს უჭერს ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საბერძნეთში მომჭირნეობის მკაცრი ზომების გატარებას უცხოეთიდან კრედიტების მიღების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG