Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ახალი მთავრობა ხელმომჭირნეობის ზომების გადავადებას მოითხოვს


საბერძნეთის ახალმა, კოალიციურმა მთავრობამ განაცხადა, რომ შეეცდება გააუქმოს გადასახადების ნაწილი, შეაჩეროს საჯარო სექტორიდან ადამიანების დათხოვნა და ორი წლით გაახანგრძლივოს იმ მკაცრი ხელმომჭირნეობის ზომებისთვის დაწესებული ვადები, რომელსაც საბერძნეთისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარების გამოყოფა ითვალისწინებს. სამი პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ ეს განცხადება დღეს გაავრცელა. დღესვე საბერძნეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ანტონის სამარასს, წარმატებით ჩაუტარდა თვალის ოპერაცია, ბადურის ჩამოშლის დიაგნოზის გამო. ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ათენში ორშაბათს უნდა დაბრუნდნენ, რათა განიხილონ ქვეყნის ფისკალური სიტუაცია და განაახლონ მოლაპარაკება. პრემიერ-მინისტრის გარდა, საავადმყოფოში წევს ფინანსთა მინისტრი, ვასილის რაპანოსიც, რომელიც პარასკევს გახდა ავად. რაპანოსი, რომელიც ყოფილი ბანკირია, თანამდებობაზე ხუთშაბათს დაინიშნა.
XS
SM
MD
LG