Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ძალაში შედის


ევროკავშირის მიერ ირანის ნავთობზე დაწესებული ემბარგო ძალაში შედის. ეს სანქციები ამ დრომდე ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც ევროკავშირმა ირანის მხრიდან ბირთვულ სფეროში გადადგმული, კამათის საგნად ქცული ნაბიჯების პასუხად შემოიღო. ეკონომისტების შეფასებით, ამ სანქციებით ირანს ნავთობით მიღებული მოგება გაუნახევრდება. ევროკავშირის სანქციები ოფიციალურად იანვრის ბოლოს დაამტკიცეს. ბლოკის წევრებს ეკრძალებათ ირანისგან ნავთობპროდუქტების და ნედლი ნავთობის შესყიდვა. ირანის ცენტრალური ბანკის მმართველი აცხადებს, რომ ირანი „პასიური“ არ იქნება - და რომ თეირანს საკმარისი ფინანსური რეზერვები აქვს საიმისოდ, რომ იმპორტის საჭიროება დაფაროს.
XS
SM
MD
LG