Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები


დღეს თბილისში გაიმართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციასთან, რომელსაც ბილ შუსტერი ხელმძღვანელობს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოალიცია ”ქართული ოცნების,” ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერები და საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი. კონგრესმენებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და არჩევნების წინ შექმნილ ვითარებაზე. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ამერიკელ კონგრესმენებს სთხოვეს, საელჩოსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად მეტი ყურადღება მიაქციონ საქართველოს საარჩევნო სისტემის პრობლემებს.
XS
SM
MD
LG