Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებს უარი უთხრეს მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებაზე დასწრებაზე


გაერომ უარი უთხრა პალესტინელებს მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ განაცხადა მოლაპარაკების პროცესის ხელმძღვანელმა, არგენტინელმა დიპლომატმა რობერტო გარსია მორიტანმა. მოლაპარაკებას, რომელიც 27 ივლისამდე გაგრძელდება, აყოვნებდა უთანხმოება პალესტინელების დელეგაციის, როგორც მეთვალყურის, სტატუსის გარშემო. ცნობების თანახმად, ისრაელისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უარს იტყოდნენ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, მასზე პალესტინელების დასწრების შემთხვევაში. მოლაპარაკებების მიზანია მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის რეგულირება, რაც პირველად მოხდება. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გამოთქვამს იმედს, რომ გაეროს წევრი ქვეყნები „საღ აზრს“ აჰყვებიან და შეთანხმდებიან ხელშეკრულებაზე, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება.
XS
SM
MD
LG