Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრომ გამართა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ გამოკვლევის პრეზენტაცია


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს თბილისში გამართა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის, IREX-ის და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის არ მოუთხოვიათ ქრთამი. ამავე კვლევით, ნატოს წევრობის მსურველ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ყველაზე წარმატებულია როგორც კორუფციასთნ ბრძოლის, ასევე საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, მოქალაქეთა 77% კი, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG