Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კონგოელ საველე მეთაურს


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა კონგოელ საველე მეთაურს, თომას ლუბანგა დიილოს ჯარისკაცებად ბავშვების რეკრუტირებისათვის. საქმე ეხება სამხედრო დანაშაულების მსოფლიოში ერთადერთი მუდმივმოქმედი ტრიბუნალის პირველ განაჩენს მას შემდეგ, რაც მუშაობა დაიწყო ამ 10 წლის წინ. სასამართლო ჰააგაში მდებარეობს. მარტში ლუბანგა დამნაშავედ სცნეს სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე - ეს კონკრეტულად ეხება ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 2002-2003 წლებში. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ლუბანგას მონაწილეობა ომში, რომელმაც, უფლებადამცველების მონაცემებით, 60 000-მდე ადამიანი შეიწირა 1999-2006 წლებში. ლუბანგა 2006 წელს დააკავეს. ის თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG