11 ივლისს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ, რომელთაგან 520 ბოლო ხანს იქნა ამოცნობილი. ისინი დაკრძალეს პოტოკარის სასაფლაოზე 11 ივლისს, ბოსნიელი სერბი ჯარისკაცების მიერ 8 000-მდე მუსლიმი მამაკაცის დახოცვის მე-17 წლისთავზე. ავტოკოლონასთან, რომლითაც კუბოებს მიასვენებდნენ, თავს იყრიდნენ დაღუპულთა მგლოვიარე ახლობლები და სხვა მოქალაქეები, მსხვერპლისათვის პატივის მისაგებად. ავტოკოლონა ცოტა ხნით შეჩერდა ბოსნიის მმართველი პრეზიდიუმის შენობასთან დედაქალაქ სარაევოში.
სრებრენიცაში პატივს მიაგებენ ახლახან ამოცნობილ მსხვერპლს
11
ქალი ტირის ახლად ამოთხრილ საფლავთან, რომელშიც მიწას უნდა მიაბარონ მისი ახლობლის ნეშტი.
12
ელვა და ქარიშხალი პოტოკარის სასაფლაოზე 11 ივლისის მასობრივი დაკრძალვის წინა ღამით.