11 ივლისს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ, რომელთაგან 520 ბოლო ხანს იქნა ამოცნობილი. ისინი დაკრძალეს პოტოკარის სასაფლაოზე 11 ივლისს, ბოსნიელი სერბი ჯარისკაცების მიერ 8 000-მდე მუსლიმი მამაკაცის დახოცვის მე-17 წლისთავზე. ავტოკოლონასთან, რომლითაც კუბოებს მიასვენებდნენ, თავს იყრიდნენ დაღუპულთა მგლოვიარე ახლობლები და სხვა მოქალაქეები, მსხვერპლისათვის პატივის მისაგებად. ავტოკოლონა ცოტა ხნით შეჩერდა ბოსნიის მმართველი პრეზიდიუმის შენობასთან დედაქალაქ სარაევოში.
სრებრენიცაში პატივს მიაგებენ ახლახან ამოცნობილ მსხვერპლს
1
110-კილომეტრიანი "სამშვიდობო მსვლელობის" მონაწილეები 8 ივლისს სრებრენიცისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც 1995 წელს გაიარეს ბოსნიელმა მუსლიმებმა, როცა სერბების ჯარებს გაურბოდნენ.
2
მუსლიმები ეძებენ ნათესავების სახელებს კუბოებით დატვირთულ ავტომანქანებზე.
3
გაეროს ჰოლანდიელი ჯარისკაცები დგანან ბოსნიელ მუსლიმ ლტოლვილებთან პოტოკარიში, 1995 წლის ხოცვა-ჟლეტამდე. პოტოკარიში მდებარეობდა გაეროს ჰოლანდიური ბაზა სრებრენიცის ანკლავში.
4
ერთ-ერთი კუბო 520-დან, რომლებშიც განისვენებს სრებრენიცის მსხვერპლთაგან ბოლო ხანს ამოცნობილთა ნეშტები. კუბოები სატვირთო ავტომანქანებით გადაასვენეს პოტოკარიში.
5
მგლოვიარე პოტოკარიში, ბოლო ხანს ამოცნობილი ნეშტების გადასვენების შემდეგ.
6
პოტოკარი, 9 ივლისი. გლოვობენ ბოსნიელები, რომლებიც თითქმის 17 წელი ელოდნენ მათთვის ძვირფასი ადამიანების ნეშტების ამოცნობასა და შესაძლებლობას, რომ ისინი სათანადო პატივით დაეკრძალათ.
7
ქალი შვილებთან ერთად პოტოკარის მემორიალურ ცენტრთან, სადაც ამოტვიფრულია სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 7000-ზე მეტი მსხვერპლის გვარები. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა გენოციდის აქტად აღიარა ორმა საერთაშორისო სასამართლომ.
8
პოტოკარი, 9 ივლისი. მგლოვიარე ქალები კუბოებთან.
9
ბელგრადელმა "შაოსანმა ქალებმა" - ფემინისტების სამშვიდობო ორგანიზაციამ - 10 ივლისს სერბიის დედაქალაქში გამართა მსვლელობა სრებრენიცის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.
10
პოტოკარი, 10 ივლისი. რამდენიმე მამაკაცი მიასვენებს კუბოს ნათესავის ნეშტით.