17 წლის წინ სრებრენიცაში მომხდარ ტრაგედიას მიიჩნევენ ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის შემთხვევად, რაც კი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მომხდარა. 1995 წელს იქ ბოსნიელ სერბთა ძალებმა 8 000-მდე მუსულმანი ბიჭი და კაცი დახოცეს.
ოთხშაბათს სრებრენიცაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ტრაგედიის მეჩვიდმეტე წლისთავის აღნიშვნის მიზნით. ამ დღეს დანიშნული მთავარი ღონისძიება იყო ტრაგედიის 520 ახლახან იდენტიფიცირებული მსხვერპლის დაკრძალვის ცერემონია. მათი ნეშტები მასობრივი საფლავებიდან ამოიღეს და დე-ენ-ემის მეშვეობით ამოიცნეს.
ნეშტები იმ მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც უკვე განისვენებს სრებრენიცის 5 000 მსხვერპლზე მეტი.
ამ ეტაპისთვის ხოცვა-ჟლეტისას მოკლული 6 800-მდე პირია ამოცნობილი. დანარჩენების ძიება გრძელდება - მიმდინარეობს მასობრივი საფლავების გათხრები.
იდენტიფიცირებული ნეშტებიდან ყველა დაკრძალული არ არის. ზოგიერთი ოჯახი იცდის როდის მოხდება მათი სხვა წევრების ამოცნობა, რომ ისინი ერთად დაასაფლაოს.
არის ოჯახები, რომელთა წევრების იდენტიფიცირებაც მხოლოდ რამდენიმე ძვლის საფუძველზე მოხდა. ისინი იმედოვნებენ, რომ ნეშტის სხვა ნაწილების პოვნაც მოხერხდება და დაკრძალვას ამ მიზეზით არ ჩქარობენ.
მემორიალურ ცერემონიაზე ახალგაზრდათა გუნდმა სრებრენიცის ტრაგედიის შესახებ საგანგებოდ დაწერილი კომპოზიცია შეასრულა.
ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა რელიგიის თავისუფლების და ეკომენური მოძრაობის ცნობილი აქტივისტი, ნიუ-იორკის პარკ ისტის სინაგოგის რაბინი, არტურ შნაიერი, რომელიც ნაცისტების მიერ ოკუპაციის დროს ბუდაპეშტში ცხოვრობდა და გადაურჩა ჰოლოკოსტს, რომელმაც მისი ბებია და ბაბუა იმსხვერპლა. ცერემონიაზე ის სიტყვითაც გამოვიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი:
„ჩვენ, ცხადია, ვგმობთ ამ საზარელ დანაშაულს და მის ჩამდენებს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დანაშაული დანარჩენ მსოფლიოზეც ვრცელდება, ყველა ჩვენგანის ჩათვლით. სრებრენიცას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებენ და სწორედ ჩვენ, ადამიანებმა, დავუშვით მისი ჩადენა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დანარჩენი მსოფლიო ჩუმად იყო. [ბოსნიის ომის დროს] ადამიანების ტანჯვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მსოფლიომ არ გამოიყენა ძალა, რათა დახმარებოდა დაუცველ ადამიანებს, რომლებსაც თავის დაცვა არ შეეძლოთ. როცა უსამართლობის წინაშე ვართ, არ შეიძლება მას ჩუმად და უმწეოდ ვუყუროთ. დუმილი მხოლოდ დამნაშავეებს წაადგება და სიჩუმის ფასს ჩვენვე ვიხდით.“
ტრაგედიის მეჩვიდმეტე წლისთავის აღნიშვნის ფონზე, ორი პირი, რომლებიც ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში არიან ეჭვმიტანილი, გაეროს სამხედრო ტრიბუნალის წინაშეა. საუბარია ბოსნიელ სერბთა ყოფილ სამხედრო ლიდერ რატკო მლადიჩზე და ყოფილ პოლიტიკურ ლიდერ რადოვან კარაჯიჩზე.
მათ ორივეს წაყენებული აქვს გენოციდის ბრალდება ხოცვა-ჟლეტის ამ შემთხვევის გამო, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1992-95 წლების ომის ბოლო პერიოდში მოხდა.
თუმცა ბევრი ბოსნიელი სერბი კვლავაც არ აღიარებს მლადიჩის და კარაჯიჩის დანაშაულს. პირიქით, მათ ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ და უარყოფენ, რომ სრებრენიცაში ბოსნიელ სერბთა ძალებმა გენოციდის აქტი აღასრულეს.
სრებრენიცა გაეროს მიერ დაცული მუსულმანური ქალაქი იყო. გენერალ რატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით მოქმედი სერბთა ძალები ანკლავში 1995 წლის ივლისში შევიდნენ, კაცები და ქალები ერთმანეთისგან განაცალკევეს და რამდენიმე დღეში 8 000-მდე კაცი და ბიჭი დახოცეს. გაეროს სამშვიდობო ჯარის ფუნქციით სრებრენიცაში განთავსებული ჰოლანდიელი სამხედროები მცირე კონტინგენტით იყვნენ წარმოდგენილი, შეიარაღებაც ნაკლები ჰქონდათ და ინტერვენცია ვერ შეძლეს.

ადამიანების ტანჯვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მსოფლიომ არ გამოიყენა ძალა, რათა დახმარებოდა დაუცველ ადამიანებს, რომლებსაც თავის დაცვა არ შეეძლოთ. როცა უსამართლობის წინაშე ვართ, არ შეიძლება მას ჩუმად და უმწეოდ ვუყუროთ. დუმილი მხოლოდ დამნაშავეებს წაადგება და სიჩუმის ფასს ჩვენვე ვიხდით...არტურ შნაიერი