Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარალეთში დაპირისპირება მოჰყვა მოსახლეობასთან ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა შეხვედრას


შიდა ქართლის მოსახლეობასთან კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა შეხვედრას კვლავ დაპირისპირება მოჰყვა. სოფელ კარალეთში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აგვისტოს ომის შედეგად დევნილებიც, ხელისუფლების მხარდამჭერებმა კოალიციის აქტივისტებს და ტელეკომპანია ”თრიალეთის” და საინფორმაციო სააგენტო ”ინფო 9”-ის ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები დაუშინეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიციის წარმომადგენლის სოზარ სუბარის ინფორმაციით, დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ”ქართული ოცნება” 15 ივლისს სწორედ გორში გეგმავს საარჩევნო აქციის გამართვას.
XS
SM
MD
LG