დღეს პარიზში სამხედრო აღლუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან - ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით. მასში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველად მონაწილეობდა ფრანსუა ოლანდი. 14 ივლისს ფრანგები აღნიშნავენ 1789 წელს ბასტილიის ციხის შტურმის წლისთავს - მნიშვნელოვან სიმბოლურ ეტაპს საფრანგეთის რევოლუციისათვის, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე საფრანგეთის შექმნა და მონარქიის დამხობა. ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ყველაზე ძველი და მასშტაბური წლიური სამხედრო აღლუმია ევროპაში.
ყველაზე პოპულარული
1