Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვოსიბირსკში დაიწყო გამოძიება თავის დაწვის მცდელობასთან დაკავშირებით


ნოვოსიბირსკში ხუთი ადამიანი დაშავდა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ოფისის მისაღებში ხანძრის შედეგად, რომელიც მოჰყვა მოქალაქის თავის დაწვის მცდელობას. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით. გამოძიების მონაცემებით, ოთხაშაბათს მისაღებში მივიდა 50 წლის ქალი - ნოვოსიბირსკის მკვიდრი, რომელმაც ჯერ კიდევ 2005 წელს მიმართა "ერთიანი რუსეთის" თანამშრომლებს იურიდიული დახმარების თხოვნით. მან სასამართლოში საქმე წააგო და უკმაყოფილო დარჩა იურიდიული დახმარებით. ამის გამო ქალმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ძლიერი დამწვრობებით, საავადმყოფოში მოათავსეს ის და "ერთიანი რუსეთის" ოფისის მისაღების თანამშრომელი ქალი. შენობაში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც საჭირო გახდა 100-მდე ადამიანის ევაკუაცია.
XS
SM
MD
LG