Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: „დაგვიანებული არ იქნება, თუ ასადი სრულმასშტაბიან პოლიტიკურ რეფორმას გამოაცხადებს“


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, მემბოხეები იკავებენ ქვეყნის ცალკეულ რეგიონებს, რომლებიც მათ მომავალში საყრდენ ბაზებად შეიძლება გამოიყენონ. კლინტონმა თქვა ასევე, რომ ოპოზიციის სამხედრო წარმატებების მიუხედავად, „დაგვიანებული არ იქნება, თუ ასადი სრულმასშტაბიან პოლიტიკურ რეფორმას გამოაცხადებს“. რუსეთმა, რომელიც სირიის მოკავშირედაა მიჩნეული, უცხოეთის ინტერვენციის შემთხვევაში ქიმიური იარაღის გამოყენებით დამასკის მუქარის გამო, დღეს გამოაცხადა, რომ სირიამ ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის მსოფლიო კონვენციას მოაწერა ხელი და რუსეთი მოელის, რომ ის დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG