Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა უარყო ოპოზიციის წინადადება ენის შესახებ კანონპროექტის შეცვლაზე


უკრაინის პარლამენტმა დღეს უარყო ოპოზიციის ინიციატივა „ენის საკითხში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების შეტანაზე.კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის 13 ოლქში რუსული ენისათვის ისეთივე სტატუსის მინიჭებას, როგორითაც უკრაინული სარგებლობს. პარლამენტში ოთხჯერ გაიმართა და უარყოფითი შედეგით დასრულდა კენჭისყრა, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული. მაგრამ საიმისოდ, რომ ენის საკითხზე ახალი კანონი ძალაში შევიდეს, კანონპროექტს ხელი უნდა მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ ლივტინმა. მას კი არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას. ენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ლიტვინმა ისიც კი გადაწყვიტა, რომ პოსტიდან გადადგეს. მაგრამ პარლამენტი უარს ამბობს ლიტვინის გადადგომის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილებაზე. დღესვე პარლამენტის შენობასთან იმართება ოპოზიციის აქცია ენის შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG