Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიპარტელიანმა ლონდონში თავისი პირველი შერკინება მოიგო


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ჩაებნენ 90 კგ.-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები. პირველ წრეში ვარლამ ლიპარტელიანმა აშკარად დაჯაბნა კამერუნელი დიუდონ დოლასემი და მერვედფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე იქნება ავსტრალიელი მარკ ენტონი. დღესვე ლონდონის ოლიმპიურ სასროლეთზე მიმდინარეობს ქალთა შეჯიბრება 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში. მონაწილეთა შორის არის ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.
XS
SM
MD
LG