Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია პროექტების რევიზიას ატარებს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოსკოვის მიერ დაფინანსებული პროექტების რევიზიას განაგრძობს რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ვერეშჩაგინი ხელმძღვანელობს. სააგენტო რესის ინფორმაციით, არსებული ვითარების შესასწავლად დღეს მოსკოვის დელეგაცია ახალგორის რაიონში ჩავიდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ცხინვალში 8 აგვისტოს იმყოფებოდა, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მთავრობას დაავალა სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოებისთვის რუსეთის მიერ გაცემული თანხების ხარჯვის შემოწმება, რადგან არსებული ინფორმაციით, ფინანსების დიდი ნაწილი არამიზნობრივად დაიხარჯა.
XS
SM
MD
LG