Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალმა „აიზეკმა“ გრიგალის ძალა შეიძინა


ტროპიკულმა ქარიშხალმა „აიზეკმა“ რომელიც აშშ-ის სამხრეთ სანაპიროს უანხლოვლება, პირველი კატეგორიის გრიგალის სიმძლავრე შეიძინა. ის ძალას იკრეფს და უახლოვდება მექსიკის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროს. იუწყებიან, რომ „აიზეკის“ სიჩქარემ 120 კილომეტრს მიაღწია საათში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოსახლეობას მიმართა: " მექსიკის ყურის მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, ისმინონ ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებები, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ევაკუაციისკინ მოგიწოდებენ. საქმე ეხება ძლიერ ქარიშხალს, შეიძლება დაიწყოს ძლიერი წყალდიდობა, რომელიც ზიანს მიაყენებს დიდ ტერიტორიას“.
„აიზეკი", ემუქრება იმავე ტერიტორიას, ლუიზიანის სანაპიროს, სადაც შვიდი წლის წინ გრიგალ „კატრინას“ ტრაგიკული შედეგები მოჰყვა და 1800 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG