ირანმა მაისის თვის შემდეგ გააორმაგა ურანის წარმოება, ამის თაობაზე იტყობინება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, რომლის ცნობით, თეირანს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო გააფართოოს ეს სამუშაო. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში წაიკითხავთ ასევე, რომ მოსალოდნელი სანიტარული სამუშაოები ირანის ფარჩინის სამხედრო კომპლექსზე, ხელს შეუშლის საერთაშორისო ინსპექტორებს, დააგინონ, მიმდინარეობდა თუ არა იქ ადრე ბირთვულ იარაღზე მუშაობა. ამასთან, სააგენტო აცხადებს, რომ ირანის მიწისქვეშა ატომურ ცენტრ ფორდოუში, ცენტრიფუგები განთავსებულია კლდის ქვეშ, რათა დაცულ იქნას შესაძლებლი სამხედრო დარტყმისგან.
ყველაზე პოპულარული
1