პარიზში დაფუძნებულმა „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ“ ორშაბათს გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, რომელშიც წაიკითხავთ, რომ მისი წევრები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცის „ადამიანის უფლებების დარღვევის იარაღად“ იყენებენ. ფედერაციის დასკვნით, რუსეთი და ჩინეთი, ასევე შუა აზიის ქვეყნები, შანხაის ორგანიზაციის სამართლებრივ ჩარჩოს იყენებენ უფლებების დაცვის მიზნით საერთაშორისო ზომების უგულებელყოფის გასამართლებლად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შანხაის კონვენცია ორგანიზაციის წევრებს ავალდებულებს, აღიარონ სხვა წევრის მიერ რომელიმე მოქალაქის ტერორიზმში, თუნდაც დაუსაბუთებელი, ბრალდება, რისი მიზანიც ექსტრადიციაა. ამის საშუალებით ორგანიზაციის წევრები აღწევენ, ტერორიზმში ბრალი დასდონ დისიდენტებს, რომლებიც სხვა წევრ ქვეყანაში გარბიან, და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, მათ ექსტრადიცია მოითხოვონ. 2001 წელს შექმნილი ორგანიზაცია რუსეთთან და ჩინეთთან ერთად შუა აზიის ქვეყნებს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს აერთიანებს.
უფლებადამცავი ჯგუფი: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ადამიანის უფლებლების დარღვევის იარაღია
ყველაზე პოპულარული
1