კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში მისი კუთვნილი ბიზნეს-აქტივების გაყიდვა დაასრულა. აქტივების მმართველი კომპანიის ”უნიკორის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ბოლო აქტივი, აგროსამრეწველო კორპორაცია ”სტოილენსკაია ნივა” 180 მილიონ დოლარად შეიძინა ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Arco International Group-მა. მმართველი კომპანია განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყიდული აგროსამრეწველო კორპორაცია რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია და პურფუნთუშეულის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა. ”უნიკორის” ცნობითვე, მანამდე ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა რუსეთში მისი ფინანსური, დეველოპერული და ფარმაცევტული აქტივები.
ყველაზე პოპულარული
1